გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა, - ამის შეასხებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფლის შიდა გზის ორ მონაკვეთზე - სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე გზის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია ორ მონაკვეთზე - სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე. ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს როგორც ტრანსპორტის სავალ ნაწილს, ასევე, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობასაც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს