2020 წლიდან დღემდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ 2 440 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2020 წელს, რეფერალური პროგრამით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა 892 მოქლაქემ ისარგებლა, 2021 წელს - 1248-მა, 2022 წლის სამი თვის განმავლობაში კი 300-ზე მეტ პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს