

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულს აანონსებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, კვირეულის ფარგლებში ორი კონკურსი განხორციელდება და თითოეული მათგანი ქართული ენის სიწმინდის დაცვას, სწორად მეტყველების კულტურის განვითარებასა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
კონკურსებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც ქალაქის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
მხატვრული კითხვის კონკურსში ჩაერთვებიან მოსწავლეები I-XII კლასის ჩათვლით, ხოლო კალიგრაფიის კონკურსი V-XII კლასების მოსწავლეებზეა გათვლილი.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ცნობისთვის, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი