

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში პირველი ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც იმ მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური შეიცვალა, რომელთაც სტატუსის ცვლილება გამოცდით სურთ, მაგალითად უფროსი გახდეს წამყვანი, წამყვანი კი - გახდეს მენტორი. შესაბამისი ცვლილება დოკუმენტში უკვე აისახა და 25 მარტით თარიღდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, ტესტირებაში მონაწილეობის საფასურის ოდენობა თითოეულ საგანსა და პროფესიულ უნარებში 50 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესს განათლების მინისტრმა 21 მარტს მოაწერა ხელი, სადაც ეწერა, რომ ტესტირებაში მონაწილეობის საფასურის ოდენობა საგნის გამოცდისათვის თითოეულ საგანში შეადგენდა 50 ლარს, ხოლო პროფესიული უნარებისათვის - 100 ლარს, რამაც მასწავლებლებში პროტესტის გრძნობა გამოიწვია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს