

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.
თანამშრომლობის ფარგლებში იგემება სამოქალაქო ბიუჯეტის მოდულის განვითარება, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალეობის ზრდის ხელშეწყობა, სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმებისა და უწყების შიდა შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაჰპირდა. ხინჩეგაშვილის განცხადებით, ერთობლივ პროექტებზე მუშაობა 2022 წელს ახალი მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და გორის მუნიციპალიტეტის მერია გასულ წელსაც აქტიურად თანამშრომლობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს