

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 22 532 კვლევის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 644 711-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს საქართველოში კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 16 688 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 608 441-ს შედგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს