

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ცენტრალური და დამხმარე დარბაზის, სველი წეტილების, გასახდელების, დერეფნისა და კაბინეტის სრული რეაბილიტაცია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის მიხედვით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 225 685 ლარს შეადგენს,
სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
კულტურის ცენტრის შენობაში არსებულ სპორტულ სივრცეში ამჟამად კიკ-ბოქსინგში 60-მდე აღსაზრდელი ვარჯიშობს.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი