

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის მაყურებლებისთვის სასიამოვნო სიახლეა - მსურველებს, უკვე შეუძლიათ, ბილეთები უნაღდო ანგარიშსწორებით, ონლაინ შეიძინონ.
თეატრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული სერვისის ამოქმედების შემდეგ, მაყურებელი, ბილეთის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, თავისუფლად შეძლებს, რაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. „მოგეხსენებათ, ერისთავის თეატრის მაყურებელთა შორის, არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები გახლავთ, აღნიშნული სიახლე კი, განსაკუთრებით მათთვისაა მისაღები“, - გვითხრეს გორის თეატრში.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად, ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://biletebi.ge/gori-theatre/Schedule
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი