

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი და დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, ამ ეტაპზე აქცენტი კვლავაც „ომიკრონზეა“.
„ამ ეტაპზე მთელი ყურადღება კვლავაც „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ბუნებრივია, ჩვენ ამ დროისთვის არ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე ან საერთოდ შეიძლება თუ არა გქვოდეს საქმე ახალ შტამთან. ამიტომ უნდა დავიცადოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს