

სკოლებში გამოცხადებული საგაზაფხულო არდადეგები დღეს სრულდება. განათლების სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალიდან, 15 მარტიდან განახლდება.
რა მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით და რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ განახლდება სასწავლო პროცესი, საკითხის გასარკვევად GMnews-ი გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება პირისპირ სწავლის რეჟიმში განაგრძობს სემესტრს. არცერთ საჯარო სკოლაში არ იგეგმება სწავლის განახლება დისტანციურად.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში 67 საჯარო სკოლაა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი