

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დანაყოფების შეჭრიდან - 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორია უამრავმა ლტოლვილმა დატოვა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკით, ამ დრომდე უკრაინა 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა, თუმცა, ბევრი ლტოლვილი ამ დროსითვის რეგისტრირებული არ არის.
ფილიპო გრანდის განცხადებით, ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.
პოლონეთის გარდა, უკრაინელმა ლტოლვილებმა უნგრეთს, სლოვაკეთს, მოლდოვას, რუმინეთს, გერმანიას შეაფარეს თავი. უკრაინიდან ლტოლვილთა გარკვეული ნაწილი რუსეთსა და ბელარუსშიც იმყოფება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს