

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური რესურსი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენა მოხდა. აღნიშნულის გარდა, ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩერთვნენ ადგილობრივი ბიზნესმენები და მოქალაქეები. ამ წუთებში მიმდინარეობს შიდა ქართლში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვრითვა, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიგზავნება უკრაინაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს