ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საოკუპაციო ხაზთან მონიტორინგი გააძლიერა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე 105-ე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ანთაძის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოფისმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დე-ფაქტო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდგომ მიიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს