

დღეიდან, 1-ლი მარტიდან იწყება ჰუმანიტარული აქცია, რომლის ფარგლებშიც, გორის მუნიციპალიტეტის მერია გორთან დამეგობრებული ქალაქების - მელიტოპოლის, პავლოგრადის და ასევე ვასილკოვოს მუნიციპალიტეტისთვის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქალაქების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე, მათი საჭიროების გათვალისწინებით მოხდება ჰუმანიტარული პაკეტის მომზადება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, თანამოქალაქეებს. მერიაში ამოქმედდება საგანგებო შტაბი, სადაც შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული დახმარების მიტანა.
დახმარების მსურველებს, შეუძლიათ მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე: გორი, გრიგოლ ფერაძის N5;
ტელ: 599851701; 591694141.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს