კულტურა
21.02.2022 13:46
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური იწყება

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტურის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: ავთენტიკურ ჯგუფებსა და სასოფლო ანსამბლებს, ხალხური სიმღერის მუნიციპალურ და თვითმოქმედ ანსამბლებს, ტრადიციულ ხალხურ საკრავთა ანსამბლებს, საოჯახო ანსამბლებს (მუსიკა, ქორეოგრაფია), ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, ინდივიდუალურ შემრულებლებს (სიმღერა, ცეკვა, საკრავი), მთქმელებს, ავტორ-მთქმელებს, შემკრებებს, ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს, სახვითი ხელოვნების ოსტატებს.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლის და ზემოთ შემსრულებლებს, ბავშვების მონაწილეობა კი დასაშვებია სიმღერისა თუ ცეკვის საოჯახო ანსამბლებსა და ხალხური რეწვის სახეობებში.

მსურველებს PDF ფორმატის ანკეტის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: nationalfestival2022@gmail.com. ფესტივალის კრიტერიუმების, ვადების, მომზადებისა და მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს.

კვირის ამბები