ასტროლოგების მტკიცებით, სპირტიანი სასმელები სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სავსემთვარეობაც, როდესაც ალკოჰოლი ორგანიზმზე განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს. ზოდიაქოს რომელი ნიშანი როგორ იტანს სასმელს და ვინ უნდა ერიდოს ალკოჰოლს:
ვერძი
სასმელი ვერძებს ადვილად ათრობს და ძალზე ნეგატიურად განაწყობს. მთვრალი ვერძი ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს, რასაც კარგი შედეგები არ მოაქვს არც თავად ვერძებისთვის და არც ირგვლივმყოფებისთვის. თუ მათი კომპანიონობით ქეიფი გადაწყვიტეთ, ეცადეთ, მის ახირებებს არ აჰყვეთ და ნებისმიერ საკითხზე დაეთანხმოთ.
კურო
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კუროები საშიშები არიან. ზოგადად, კურო მიიჩნევა როგორც აუღელვებელი ასტროლოგიური ნიშანი, მაგრამ სიმთვრალეში პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ნამდვილი ბუნება გამოამჟღავნონ. არ არის გამორიცხული, სწორედ სიმთვრალეში დაინახოთ მათი ნამდვილი სახე.
ტყუპები
ალკოჰოლი დიდად არ აინტერესებს ტყუპების უმრავლესობას, თუ სვამენ, არც ზომიერებას ივიწყებენ, თუმცა, თუ დააძალებთ და ზომაზე მეტს დაალევინებთ, მაშინ იმისთვისაც მზად იყავით მისი ხუშტურების და გამოხტომების ასატანად.
კირჩხიბი
ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლიანი სასმელი, თუნდაც ლუდი მავნებელია კირჩხიბებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ მათ ნაზი კუჭი და არამდგრადი ფსიქიკა აქვთ, რაც დალევისას მჟღავნდება. სწორედ დალევის შემდეგ ახსენდებათ კირჩხიბებს ყველაფერი ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა.
ლომი
ალკოჰოლის მიღებისას, ლომებმა მკაცრად უნდა დაიცვან ზომიერება, მთვრალი ლომი ისეთ სახეს იღებს, რომ ირგვლივმყოფთა თვალში ავტორიტეტს საერთოდ კარგავს. ლომი თუ დალევს, აუცილებლად უნდა ეცადოს, ზომიერება დაიცვას, სხვაგვარად, დალევა არ არ შეიძლება.
ქალწული
საწამლავის ტოლფასია ალკოჰოლი ქალწულებისთვის. მათი უმრავლესობა ამას ხვდება და თავს არიდებს სასმელს. თუ ქალწული მაინც სვამს, ისეთი ნაბახუსევი აქვთ, ,,პახმელიაზე“ გაჩენის დღეს სწყევლიან.
სასწორი
ალკოჰოლს დიდად ვერ ეგუება სასწორიც, როგორც წესი, ეს ნიშანი სვამს თანამეინახეებისთვის, მაგრამ ამ დროს ზოგჯერ ზომიერების დაცვა უჭირთ და ნაბახუსევზე თავს საკმაოდ ცუდად გრძნობენ.
მორიელი
მთვრალი მორიელი საკითარი თავისთვისაც სახიფათოა და სხვებისთვისაც. სიმთვრალის დროს, მორიელი კარგავს კონტროლს ემოციებზე და შეუძლია, ისე ავნოს საკუთარ თავს, რომ სულ დაინგრიოს ცხოვრება. ამავდროულად, სხვა დროს ფრთხილი და მოხერხებული მორიელი სიმთვრალეში მარცხიანია და შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ დაშავდეს.
მშვილდოსანი
ალკოჰოლთან საკმაოდ მეგობვრობს მშვილდოსანი და ხშირად სვამს კიდეც, მაგრამ ამას შემდეგ სავალალო შედეგები მოაქვს. მისი ღვიძლი ძნელად იტანს ალკოჰოლს, შესაბამისად, ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჯანმ,რთელობის პრობლემებიც იჩენს თავს. ამიტომ, მშვილდოსანი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს სასმელს.
თხის რქა
თუ ზოდიაქოს სხვა ნიშნები ალკოჰოლის მიღებისას დუნდებიან, ეს არ ეხება თხის რქას. დალევა იმ მიზნით, რომ მოდუნდებიან, დაისვენებენ და პრობლემას დაივიწყებენ, ამ ნიშნისთვის უშედეგოა. სასმელის მცირე დოზებით, ზომიერად დალევა მეგობრების წრეში კი თხისს რქასაც უყვარს და სასიამოვნო განწყობაზე აყენებს.
მერწყული
არცთუძლიერი ნერვული სისტემის მქონე მერწყულისთვის ალკოჰოლურ სასმელებთან დამეგობრება მიზანშეწონილი არ არის. მთვრალი მერწყული ნევროზული ხდება, ხშირად ემართებათ გულისრევა და სიმთვრალით გამოწვეული დისკომფორტი ხანგრძლივად ახსოვთ, ამიტომ, ალკოჰოლთან მაქსიმალურად დისტანცირება მართებთ.
თევზები
მაქსიმალური მორიდება მართებთ ალკოჰოლურ სასმელებთან თევზებს. ისინი ძალზე სწრაფად ეჩვევიან ალკოჰოლს და თუ თავს არ გააკონტროლებენ, მასზე დამოკიდებულნი ხდებიან. ამასთანავე, თევზები რთულად იტანენ ბახუსსაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თევზებს სასმელი წარსულის ნეგატიურ მოვლენებს უღვიძებს მეხსიერებაში და განწყობაზე კარგად არ მოქმედებს.