სტალინის სახლ-მუზეუმი გორში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ობიექტი გახლავთ, თუმცა, სტალინის სახელს მის მშობლიურ ქალაქში არაერთი სხვა არქიტექტურული ძეგლისა თუ დაწესებულების მშენებლობის ისტორია უკავშირდება. გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც გენერალ-სიმუსის უშუალო ნებართვით XX საუკუნის 60-იან წლებამდე აშენდა ან მის სახელს უკავშირდება:
1 სტალინის მშობლიური სახლის დამცავი პავილიონი - 1937 წელი
2 კინოთეატრი „კომკავშირელი“ - 1935-1939 წლები (სამეფო ქ. №64)
3 სტალინის №14-ში მდებარე ძველი უნივერმაღის შენობა - 1950-1956 წწ.
4 კავშირგაბმულობის პირველი საფოსტო განყოფილება 1951 წელი (სამეფო ქ. №37)
5 ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ცენტრში, რომელიც რაიხსტაგის შემცირებული მოდელია - 1952 წელი
6 სასტუმრო ,,ინტურისტი" - 1953 წელი
7 სტალინის სახლ-მუზეუმის კომპლექსში შემავალი პარკის ინფრასტრუქტურა - 1957 წელი
8 სტალინის მუზეუმის ამჟამინდელი შენობა - 1957 წელი