

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოხდება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, გადავლენ თუ არა სკოლები და საბავშვო ბაღები სრულად დისტანციურ სწავლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ, 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ქვეყანაში ამჟამად არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 164 572.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს