კორონავირუსული ინფექციის შემთხვევებმა იმატა ოკუპირებულ ცხინვალში. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსული ინფექციის 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, აღნიშნული შემთხვევები 400-მდე ტესტის შედეგად გამოვლინდა. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობა ოკუპირებული ცხინვალის, ახალგორის და ზნაურის საავადმყოფოებში უტარდებათ.
არსებული ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 11 753 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.