

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ოთარშენის, ბეთლემისა და ზემო ხვითის საჯარო სკოლების შენობებში ცენტრალური გათბობის სისტემების დამონტაჟება იგეგმება.
სამუშაოების განხორციელების მიზნით, მერიამ ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 107 615 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი