საინტერესო ამბები
12.01.2022 17:11
ბარნეტ ნიუმანის არაორდინალური ნახატები რომლებიც ათეულობით მილიონ დოლარად იყიდება
თანამედროვე ხელოვნება, ამ სფეროდან შორს მდგარ ადამიანებს ზოგჯერ საგონებელში აგდებს, თუმცა, არსებობს ხელოვნების ნიმუშები, რომელთა არსის გაგება ყველაზე გამოცდილ ექსპერტებსაც კი, უჭირთ. იმასაც ამბობენ, რომ ხელოვნება ადამიანთა შთაგონების და ფსიქიკის „პროდუქტია“, თუმცა, თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ნაწარმოების შემხედვარე, ამ ფრაზის არსი შეიძლება ოდნავ დამახინჯებული აღმოჩნდეს.
GMnews-ი გაგაცნობთ, ამერიკელ მხატვარ ბარნეტ ნიუმანს (Barnett Newman) რომლის შემოქმედების გაცნობისას, შესაძლოა, სწორდ ასეთი ემოცია დაგებადოთ.
ბარნეტ ნიუმენი (1905 – 1970წწ) განიხილება, როგორც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ -ერთი მთავარი ფიგურა და ფერადი სფეროს მხატვარი. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, მისი ნახატები ეგზისტენციალურია ტონით და შინაარსით, მკაფიოდ შედგენილია ლოკალურობის, ყოფისა და შემთხვევითობის განცდის გადმოცემის მიზნით.
ნიუმანის ნახატები თავდაპირველად უსათაურო იყო, სახელები, მან მოგვიანებით დაარქვა და მიანიშნებდა კონკრეტულ საკითხებზე, ხშირად ებრაულ თემაზე. 1950 -იანი წლების დასაწყისის ორ ნახატს, მაგალითად, ეწოდება ადამი და ევა, ასევე არის ურიელი(1954) და აბრაამი(1949) - ძალიან ბნელი ნახატი, რომელიც, ისევე როგორც ბიბლიური პატრიარქის სახელი, იყო ასევე ნიუმანის მამის სახელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბარნეტის ფერადი ხელოვნების აღქმა ყველას არ შეუძლია, მისი ნახატები აუქციონებზე მილიონობით დოლარად იყიდება. მაგალითისთვის ნიუმანის ნამუშევარი - „შავი ცეცხლი 1“ 84,2 მილიონი დოლარად შეფასდა,
„Onement VI“ - 43,8 მილიონი დოლარად, ხოლო ყველაზე ძვირი მაინც შედევრი -
„ანას სინათლე“ გახლდათ, რომელიც მისმა ახლანდელმა მფლობელმა 105,7 მილიონ დოლარად შეიძინა.
კვირის ამბები