საინტერესო ამბები
31.12.2021 12:10
ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რას გიმზადებთ 2022 წელი

აღმოსავლური კალენდრით 2022 წელი წყლის ვეფხვის წელია - კეთილშობილური, მაგრამ იმპულსური ნიშნის, რომლის ძლიერ ხასიათსაც წყლის სტიქია ამსუბუქებს.

ცისფერი ან შავი (მას ორივენაირად უწოდებენ) წყლის ვეფხვის წელი ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს ამ ცხოველის ძალას.

რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახალ, ვეფხვის წელს - გაეცანით ჩვენს მასალას.

ვერძი

2022 წელს განსაკუთრებული იღბალი ელის ისეთ ვერძს, რომელიც ზრუნავს სხვებზე - თანამშრომლებზე, მოსწავლეებზე, პაციენტებზე, მრავალშვილიან ოჯახზე თუ სრულიად უცნობ ადამიანებზე. გარდა ამისა, ვერძს 2022 წელს ყველაზე აქტიური სასიყვარულო ურთიერობა ექნება. ეს წელი, ბევრს, სასარგებლო ნაცნობობას, ქორწინებას და საქმიან შეთანხმებას მოუტანს. მაგრამ არის ბნელი მხარეც: ვერძმა თავი უნდა აარიდოს სხვადასხვა ცდუნებებას, ალკოჰოლს, არასერიოზულ რომანს. ვერძს მომავალი წელი მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენების პერიოდს პირდება. ეს შეიძლება იყოს წარმატებული მიღება კოლეჯში, საცხოვრებლის შეცვლა , ქორწილი, კარიერული წინსვლა და შესაძლოა, ბედის სრულიად არაპროგნოზირებადი მონაცვლეობა და იღბლის სიურპრიზები. ერთი სიტყვით, დამდეგ წელიწადს შეუძლია ვერძი დააჯილდოოს სხვებზე ზრუნვისთვის.

კურო

კუროს ვეფხვისგან სითბო, კონცენტრაცია, ფინანსებისადმი დიპლომატიური მიდგომა და პარტნიორობა დასჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ახალ წელს მთავარი კარიერა იქნება, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, ბევრის ბედს შეცვლის. მოვლენების დინამიური ნაკადი ყოველ ჯერზე გადაიტანს ყურადღებას ოჯახური საქმეებისა და საზრუნავებისგან. კუროს, შესაძლოა,2022 წელს სამსახურისა და გარემოს შეცვლა მოუწიოს. ყველაზე აქტიური სფეროა ბიზნესი და ფული. კურო არ შეიძლება იყოს ზარმაცი 2022 წელს.

ტყუპები
2022 წლის 14 აპრილამდე ტყუპებს ცხოვრებაში კარმული მოვლენები ექნებათ. ისინი შეძლებენ მიიღონ კარგი გაკვეთილები, რაც დაეხმარებათ ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლაში. ეს წელი წარმატებული იქნება ტყუპებისთვის, თუ ისინი გაანალიზებენ შეცდომებს. ამიტომ დროა, მოახდინონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მონეტიზაცია. ტყუპებს სასიამოვნო შესყიდვები ელით: ავეჯი, მანქანები, უძრავი ქონება. შესაძლებელია სამუშაოს შეცვლაც, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას, ორი რთული წლის შემდეგ, გააუმჯობესებს.

კირჩხიბი
კირჩხიბები 2022 წელს იგრძნობენ ენერგიის მოზღვავებას და მზად იქნებიან მთების გადადგმისა და ყველაზე ველური სურვილების რეალიზებისთვის. რა თქმა უნდა, წელი სავსე იქნება ცვლილებებით. მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს - დიახ, ეს დროა, ისინი შეძლებენ თავიანთი გეგმის განხორციელებას. კირჩხიბების შემოსავალი კოსმიურად გაიზრდება. ყველაზე აქტიური სფეროა კრეატიულობა და ფარული შესაძლებლობები. ეს ყველაფერი 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ლომი
ლომებისთვის წელი შეიძლება იყოს დაძაბული. ზოგიერთმა ლომმა, რომელიც ავლენს შემოქმედებითობას, შეიძლება მოულოდნელად გააცნობიეროს, რომ გადაჭარბებულად აღიქვამს ცხოვრებისეულ მოვლენებს. ისინი მიხვდებიან, რომ ყველაფერი, რაც მათ აქვთ, მხოლოდ ნიღაბია, რომელიც მალავს იმ სურვილებს, რომელთა განხორციელებაც ლომებს ნამდვილად სურთ. შემდეგი წელი გადამწყვეტი მოქმედების დროა, რადგან ლომების ყველაზე აქტიური სფეროები იქნება თვითრეალიზაცია და თვითპრეზენტაცია, რაც მათ პრემიებსა და წარმატებას მოუტანს. მთავარია, ლომმა საკუთარი ეგოცენტრიზმის დონე აკონტროლოს, თორემ მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდება.

ქალწული
ვეფხვმა 2022 წელს ქალწულებს სასიამოვნო სიურპრიზები მოუმზადა, ბედი მათ უღიმის. გააცნობიერეთ თქვენი მიზნები და სურვილები, აიღეთ ყველაზე გაბედული პროექტები, შეიცვალეთ სამუშაო ადგილები და ქვეყნები. მათთვის, ვისაც ბიზნესის გახსნა სურს, ვეფხვის წელი ხელსაყრელი დროა, შესაძლებლობა იპოვოთ თქვენი ნიშა. ქალწულებს ექნებათ ახალი სასარგებლო კონტაქტებიც, რაც გრძელვადიანი გეგმებისგანხორციელებას წამოაწყებინებს და რაც შეცვლის რეალობას უკეთესობისკენ. ქალწულის გეგმების განხორციელების ყველაზე დიდი ალბათობა ჯანმრთელობის, კარიერისა თუ ქორწინების სფეროებთან არის დაკავშირებული.

სასწორი
სასწორები არ უნდა ჩაერიონ სხვის პრობლემებში. სოციალურმა და საქმიანმა კავშირებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალ წელს ბიზნესსა და კარიერულ წინსვლაში. სასწორს დასჭირდება დიპლომატიის, ტოლერანტობის გამოყენება. თქვენ უნდა მოერგოთ იმ ცვლილებებს, რაც მოხდება. ივნის-ივლისში კარიერული ასპექტები გააქტიურდება. სასწორებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოზე, გეგმების განხორციელებაზე ფოკუსირება, რეკომენდებულია სურვილების დღიურის შექმნა. ასევე 2022 წელს სასწორს შეიძლება პრობლემები შეუქმნან ორსახიანმა ადამიანებმა და მანიპულატორებმა.

მორიელი
წელს მორიელებს „მდინარეში ორჯერ შესვლის“ შესაძლებლობა ექნებათ – ეს არის პერიოდი 29 აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, როდესაც პლუტონი თხის რქის ნიშანში შედის და იწყებს მის რეტროგრადულ მოძრაობას. ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი, გააუმჯობესოთ ის, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს. ვეფხვი ასევე დაეხმარება მორიელებს, გათავისუფლდნენ სხვა ადამიანების გავლენისგან, მათზე დამოკიდებულებით, გარემოებებიდან. კარიერა, სოციალური მოწოდება, საჯაროობა, საკუთარი ბიზნესი, - ეს ყველაფერი მორიელებისთვის შესაძლებელი გახდება ვეფხვის წელს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს 2022 წელს ექნება შემოქმედების, შექმნის, ზრდისა და განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ვარსკვლევები არ გირჩევენ ახლის დაწყებას, პირიქით, ძველის გაუმჯობესებაა საჭირო, განსაკუთრებით სამუშაო ზონაში. აუცილებელია ჰორიზონტების გაფართოება, მოგზაურობა. იუპიტერი თევზებში გააფართოვებს მშვილდოსნის შესაძლებლობებს, მათ ამბიციებს, მსოფლმხედველობას. მშვილდოსანმა ქალებმა თავი აარიდონ ექსტრავაგანტურობას და იმპულსურ შესყიდვებს. მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ, ჩართოთ ხიბლი. 2022 წელი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გვპირდება.

თხის რქა
მომავალ წელს თხის რქებმა უნდა დაიწყონ მხოლოდ ის, რაც ადრე იყო დაგეგმილი და დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი. უეცარი იმპულსური გადაწყვეტილებები თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ დიდ ბიზნესში, ასევეა ქორწინებაში, დიდ შესყიდვებში, სამსახურის შცვლაში. დროა მივაქციოთ ყურადღება ოჯახურ ტრადიციებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ უნდა დაიწყონ ან გააგრძელონ ურთიერთობა ქალწულთან, ლომთან და მერწყულთან. ამ ნიშნებს შეუძლიათ თხის რქები სწორი გზიდან გადაიყვანონ.

მერწყული
თუ მერწყული 2022 წელს ერთ დიდ პროექტს მაინც დაასრულებს, მას დიდი ხნის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი მიღებული დივიდენდებით. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მომგებიანი საქმიანი ურთიერთობა, საიმედო ქორწინება, გრძელვადიანი ინვესტიცია ან საქმიანი კონტრაქტი. ამავდროულად, მერწყულს ექნება შესაძლებლობა აასრულოს არამხოლოდ საკუთარი სუვილები, არამედ, დაეხდმაროს მისთვის ყველაზე ახლობელ და ძვირფას ადამიანებს. დინამიური ურანი კუროში 23 აგვისტომდე დარჩება, რაც მერწყულს სასიცოცხლო ენერგიის უზარმაზარ ნაკადს აძლევს და მხარს უჭერს მას მატერიალური რესურსებით ნებისმიერი გეგმის განსახორციელებაში. ამ წელს მერწყულებმა თავი უნდა აარიდონ ექსტრავაგანტურობას და კრედიტების აღებას. მაგრამ თუ გადაწყვეტთ ამ პერიოდში დავალიანების გადახდას, ვეფხვი არამარტო დაგეხმარებათ, არამედ, მომავალი ფინანსური წარმატება გარანტირებული გექნებათ.

თევზები
თევზები წყლის ვეფხვის „რჩეულთა“ წრეშია. ნეპტუნი მის სამყოფელში იქნება მთელი წლის განმავლობაში, აპრილში კი იუპიტერთან ჰარმონიულ კავშირს შექმნის, რაც თევზებს გეგმების, მიზნების, სურვილების, პროექტების რეალიზაციის უზარმაზარ პოტენციალს მისცემს. 2022 წელს გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, გაიზრდება სურვილი, შეიძინოს რაიმე ძალიან ღირებული, მაგალითად, იყიდოს ძვირადღირებული მანქანა ან რამდენიმე ბინა ერთდროულად, გააკეთოს რემონტი. 2022 წელს, ბედი მზადაა, თევზებს აჩუქოს განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც მისცემს ბედნიერების, სიამოვნების და ეიფორიის განცდას ცხოვრებისგან.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს დადგება და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება.

კვირის ამბები