

ამ წუთებში, გორში, წლის სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და გუნდებს დააჯილდოვებენ.
ღონისძიებას გორის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
სტუმრებს შორის სხვა ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად არიან ოლიმპიური თამაშების პრიზიორებიც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს