

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე პირველ სხდომაზე, რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციაზე დასახელებული კანდიდატების არჩევა განხორციელდა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კვლავ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს, აღნიშნულ პოსტებს ბექა ლობჟანიძე და თამარ მურალოვა დაიკავებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს