2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტებში გარკვეული ცვლილებები შევა, კერძოდ, წარმოდგენილი იქნება ორი სახის სიახლე - ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (naec) დღეს გაავრცელა.
naec-ის ცნობით, სიალხე შეეხება უცხო ენის მე-2 დავალებას, რომელიც წაკითხულის გააზრებას გულისხმობდა (სწორია/არასწორია), მომავალი წლიდან, წაკითხვის ნაცვლად, აბიტურიენტები დავალებას მოისმენენ და რვა შეკითხვას უპასუხებენ.
მე-6 დავალება კი, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი გახდა.
ცვლილება არ შეხებია ტესტის მაქსიმალური ქულას (80) და გამოცდისთვის გამოყოფილი დროის (2 საათი და 30 წუთი) ხანგრძლივობას.
P.S. ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე www.naec.ge
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ