

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი ავტორ-შემსრულებლისა და ბარდის, მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მომღერლის მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თეატრის მცირე დარბაზში შეიკრიბნენ.
საღამოზე გაჟღერდა ცნობილი ჰიტები მომღერლის შემოქმედებიდან. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
კოლორიტი გორელი მუსიკოსი და მომღერალი მიხეილ კოშკაძე 2018 წლის 30 ოქტომბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილ ხელოვანს პირველ დეკემბერს 51 წელი შეუსრულდებოდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს