

ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, ოპერატორი ქალი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა. პისტოლეტი, რომლიდანაც მსახიობმა გასროლა განახორციელა, დატენილი უნდა ყოფილიყო ფუჭი ვაზნებით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფუჭის ნაცვლად, ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდში ნამდვილი ვაზნები იყო მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ალეკ ბოლდუინი დაკავებული არ არის, იგი პოლიციის შენობიდან დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს