

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გასულ წლებთან შედარებით, დაგეგმილი სამუშაოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია. აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს. ამასთან, 36 მილიონი ლარი ჩაიდება საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციის სამუშაოებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.