

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიაში, ოსლოში მიმდინარეობს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალამდე პეტრიაშვილმა მონღოლი ლჰაგვაგერელ მუნხტური, ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი და ყაზახი ოლეგ ბოლტინი დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილი ოსლოში მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოდიოდა. ნორვეგიამდე, პეტრიაშვილი ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (2017, 2018 და 2019) გამარჯვებულია.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის