საინტერესო ამბები
30.09.2021 18:59
გოგონას სახე მდინარიდან და შეშინებული მოსახლეობა - პერფორმანსი კლიმატის გაუარესების წინააღმდეგ

წყალში დამხრჩვალი გოგონას სახიანი, თვალებგახელილი რეალისტური ობიექტი ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, მდინარე ნერვიონში ორი დღის წინ გამოჩნდა და ქალაქის მცხოვრებთა გაოცება და შიში გამოიწვია. ესპანურ საინფორმაციო გამოცემა Nius-ის ცნობით, სკულპტურის ავტორი მექსიკელი ხელოვანი-ჰიპერრეალისტი რუბენ ოროსკოა, რომელმაც  სკულპტურას Bihar (,,ხვალ" ) დაარქვა და იგი ესპანელი კრედიტორების Kutxabank– ის საქველმოქმედო ჯგუფის დაკვეთით შექმნა.

120 კგ-იანი ფიგურა, წყლის დინების მოქცევის დროს სახე ხან წყალშია, ხან ზედაპირზე. საქველმოქმედო ჯგუფის პერფორმანსის მიზანია, ადამიანებს დაანახოს, რა შეიძლება დაემართოთ, თუ ბუნებას არ გაუფრთხილდებიან და კლიმატის გაუარესებას წინ არ აღუდგებიან. 

კვირის ამბები