სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგს ეძებს. სკოლის ადმინისტრაციის მიერ teacherjobs.ge-ზე განთავსებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ვაკანსია III, IV, VII, VIII, IX და X კლასების პედაგოგის შერჩევას გულისხმობს.
შერჩეულ კანდიდატს კვირაში 12 საათიანი დატვირთვა მოუწევს, რისთვისაც სკოლას 300-400 ლარიანი ანაზღაურება აქვს გათვალისწინებული.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ, რაც შეეხება სამუშაოს დაწყებსი თარიღს, შერჩეული კანდიდატი სასწავლო პროცესში 1 ოქტომბრიდან ჩაერთვება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.