ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 602 065-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარადაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 711 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 2 646 პირი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი