

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-წეროვნის მონაკვეთზე, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები, ამ წუთებში, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის არაერთი ეკიპაჟი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს