გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკისაა. ცხედარი გამვლელმა შენიშნა და 112-ს აცნობა. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. GMnews-ის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულის დაზიანებები არ აღენიშნება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს