ისეთი ტენდენციაა ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლება სავარაუდოდ შეეხება როგორც დიდ ქალაქებს, ასევე სოფლებს.
„ეპიდემიოლოგიური კუთხით ისეთი ტენდენციაა, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა და სკოლის კოლექტივის აცრის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე ჩვენ დაახლოებით 3 კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს და ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.