სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
teacherjobs.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური ადგილი მეოთხე კლასის მასწავლებლის პოზიციაზეა გამოცხადებული და კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს გამოხმაურების ვადა 13 სექტემბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი