სინოპტიკოსების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ უბნებზე 2 სექტემბერს ნალექი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი მხოლოდ + 22 გრადუსს მიაღწევს. წვიმაა მოსალოდნელი ღამის საათებსა და ხვალ, 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევარშიც, ჰაერი კი + 18 გრადუსამდე გათბება.
4 და 5 სექტემბერს გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი