

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება, ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. ამისთვის კი, სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 25 აგვისტოს 10:00 საათიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით. განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს https://online1.naec.ge/oapp/
ცნობისთვის, თანხა თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს