ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება და განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,
„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.
მესამე დოზების მასიურად გამოყენებაზე კი მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ