პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე - 1522 უნდა დარეკონ და ოპერატორს პირადი მონაცემები მიაწოდონ.
„ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. შეგახსენებთ, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“,- განმარტავენ უწყებაში.