„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის მერობის კანდიდატები დაასახელა.
ნიკა მელიას განცხადებით, წარდგენილი კანდიდატები ენმ-ს ის მებრძოლი გუნდია, რომელიც 2 ოქტომბერს ,,ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ენმ-მ ვასილ მახარაშვილი დაასახელა.
ვასილ მახარაშვილი დაიბადა 1979 წლის 6 მარტს, იგი იკავებდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციას, ასევე მუშაობდა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანაშემწედ.
რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხაშურის მერის პოსტისთვის იოსებ ბუაძე იბრძოლებს, კასპში – ნუგზარ ნონიაშვილი, ქარელში კი – ნიკოლოზ ახალკაცი.