

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ვლადიმერ (ვოვა) ჯუღელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ვოვა ჯუღელი ვირუსული ინფექციით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს, მოგვიანებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ვოვა ჯუღელი 15 აგვისტოს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შიდა ქართლის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯუღელი შსს-ს სხვადასხვა სამმართველოში არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ