

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, კვლავ აიკრძალა მასშტაბური შეკრებების გამართვა. მთავრობის დადგენილებით, დღეიდან აიკრძალა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის ობიექტი დაილუქება.
შეგახსენებთ, დღეიდან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, სავალდებულო გახდა პირბადის ტარებაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს