

უამინდობამ გორი დღესაც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. კომბინატის დასახლებასა და წყაროსუბანში სახურავის ფრაგმენტებით დაზიანდა ქუჩაში გაჩერებული ავტომობილებიც. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზიც.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილებზე სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტისა მერიაში აცხადებენ დაზიანებული სახურავების დემონტაჟის შემდგომ, აღდგენის ტექნიკურ საკითხებზე სპეციალური კომისია მიიღებს გადაწყვეტილებებს.
შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე კორპუსს სახურავი გუშინაც გადახადა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს