

დღეს,12:00 საათზე გაიმართება კოვიდსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.
„ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენთ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არის პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს