

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე დამატებით მოწყობილ ლოკაციაზე, ამ წუთებში, სამხედროების ვაქცინაცია მიმდინარეობს. როგორც თადაცვის სამინისტროში განმარტავენ, გორში დამატებითი ლოკაციის შექმნის საჭიროება საყოველთაო ვაქცინაციიდან და სამხედრო მოსამსახურეების აქტიურობიდან გამომდინარე გაჩნდა.
თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ლოკაციის მიხედვით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ გორში, სამხედრო მოსამსახურეების აცრა თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც შეუფერხებლად ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს