დღეს, 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრუბლიანობა მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, ნალექი მოსალოდნელი არ არის, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსს მიაღწევს.
30 ივლისს კი მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 7 აგვისტომდე ძირითადად მოსალოდნელია უნალექო, ნახევრადღრუბლიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +28, +32 გრადუსამდე მოიმატებს.