

დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
მაგისტრანტობის კანდიდატებს დღეს წაკითხულის გააზრება-ანალიტიკურ წერაში აქვთ გამოცდა, თუმცა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო, დღეს გამოცდაზე 59 პირი ვერ გამოცხადდა.
კოვიდ 19-ის გამო საგამოცდო პროცესს დროებით გამოთიშული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია დაინიშნება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს