ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც ზეგ, 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ოთხი გორელი სპორტსმენი გამოვა: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა).
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ. ლარს მიიღებს.
2021 წელს გასამართი მთავარი სპორტული ღონისძიება შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ