ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარაოლიმპიადა კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება, ოთხი გორელი სპორტსმენი გამოვა: გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) და გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა).
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ. ლარს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მიონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციის ფიცის დადების და გაცილების ცენერმონიაზე განაცხადა.
2021 წელს გასამართი მთავარი სპორტული ღონისძიება შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.